LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ქობულეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსი აშენდება, რომელზეც 30 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

135
241880317-209534767903001-1895424363746433714-n

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა დააანონსა.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქობულეთში ავაშენოთ ახალი, თანამედროვე სპორტული კომპლექსი. პროექტი უკვე დასრულებულია. წლის ბოლოსთვის დასრულდება ყველა შესაბამისი პროცედურა. ეს იყო ქობულეთელების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა , რაც გავითვალისწინეთ. ავუშენებთ ძალიან თანამედროვე სპორტ კომპლექსს, რომელიც ახალი განვითარების შესაძლებლობას მისცემს ამ მუნიციპალიტეტს. დაახლოებით, 30 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციელებისთვის. როგორც ქობულეთისთვის, ახალგაზრდებისთვის , ასევე უბრალოდ სტუმრისთვის იქნება ახალი, ძალიან საინტერესო მიმართულება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, კომპლექსის პროექტირების და ლანდშაფტური დაგეგმარების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა უკვე განხორციელდა.

მათი ინფორმაციით, სპორტული კომპლექსის პროექტი ითვალისწინებს ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის მინი მოედანს, 3 დარბაზს. გარდა ამისა, მათი განმარტებით, საპროექტო ტერიტორიაზე ხელოვნურ საფარიანი და ქვიშის საფარიანი 2 მოედანი მოეწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g