LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რარიტეტული „პორშე“, რომელსაც ტომ კრუზი მართავდა რეკორდულ ფასად გაიყიდა

148
autonews921

ამერიკულ აუქციონზე Barret-Jackson 1979 წლის Porsche 928 რეკორდულ თანხად გაიყიდა. რარიტეტული სპორტქარი ფილმის Risky Business (სარისკო ბიზნესი) გადაღებებში მონაწილეობდა. მთავარ როლში მაშინ ჯერ კიდევ დამწყები მსახიობი ტომ კრუზი იყო. უნიკალური კუპესთვის 1 980 000 დოლარი გადაიხადეს.

ეს „პორშე“ კონვეიერიდან 42 წლის წინ ჩამოვიდა და თავიდან თეთრი ფერის იყო. ორი წლის შემდეგ კი სპეციალურად გადაღებებისთვის ის ვერცხლისფრად გადაღებეს. ბუნებრივია კადრს მიღმა რამდენიმე ერთნაირ სპორტქარს იყენებდნენ, თუმცა როგორც აუქციონის სახლის წარმომადგენლები ირწმუნებიან, ლოტს ტომ კრუზი ყველაზე ხშირად მართავდა.

ფილმის გადაღების შემდეგ Porsche 928 10 წლით დაიკარგა. სპორტქარი 1990–იან წლებში იპოვეს, შეაკეთეს და სამუზეუმო ექსპონატად აქციეს.

Porsche 928–ის კაპოტის ქვეშ 4,5 ლიტრის მოცულობის V8 ძრავაა განთავსებული და 240 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 5–საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g