32 წლის ბარბადოსელ ლამაზმანს, რიანას თავბრუდამხვევი კარიერა აქვს. წარმატებული მუსიკალური შემოქმედება, სამოდელო ბიზნესი, საკუთარი ბრენდი Savage x Fenty და კოსმეტიკის ხაზი, Fenty Beauty. თუმცა, მის პირად ცხოვრებას წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. უამრავ რომანს შორის ყველაზე გამორჩეული მაინც კრის ბრაუნთან საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა იყო, რომელიც სკანდალით დასრულდა, ბრაუნი რიანას ფიზიკურ შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა. შემდეგ იყო რომანი მილიარდერ არაბეთის პრინცთან, ჰასან ჯამილთან, რომელთანაც რირიმ ურთიერთობა ჯერ კიდევ წლის წინ გაწყვიტა.
როგორც ტაბლოდები ვარაუდობდნენ ამის მიზეზი, ჰიპ-ჰოპ არტისტი, ეისეფ როქი, ფსევდონიმით A$AP Rocky გახდა. რაც დრო გადის ეს ვარაუდი უფრო და უფრო რეალური ხდება. სულ ცოტა ნის წინ რიანა და რეპერი რომანტიკული ვახშმის დროს დააფიქისრეს. აღსანიშნავია, რომ წყვილი ერმანეთს 2017 წელს უკვე ხვდებოდა. პირველად კი რეპერი რიანას გვერდით სცენაზე 2013 წელს გამართულ ტურნეში, Diamonds გამოჩნდა. ცოტა ხნის წინ A$AP Rocky-მ რიანას კოსმეტიკის ხაზის, Fenty Beauty რეკლამაშიც მიიღო მონაწილობა.
ტაბლოიდების ვარაუდით ისინი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ვარსკვლავურ წყვილად იქცევიან.