LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Rimac–მა 1914 ძალის ჰიპერქარი წარადგინა და მისი ფასი 2 მილიონი ევროა

47
rimac45

კონცეპტუალური ჰიპერქარის C_Two–ს პრემიერიდან 3 წლის შემდეგ ხორვატიულმა ფირმა Rimac–მა როგორც იქნა მისი სერიული ვერსია გამოუშვა. ელექტრონულ ჰიპერქარს ხმელთაშუაზღვის ქარის, Nevera–ს სახელი უწოდეს.

როგორც ჩანს, 3 წელი ინჟინერებმა ნაყოფიერად გამოიყენეს და ჰიპერქარის კონსტრუქცია იდეალურად დახვეწეს. „ორკარიანმა“ მოდელმა ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ცვლილებები განიცადა, რომელთა დამსახურებითაც აეროდინამიკური მახასიათებლები გაუმჯობესდა. თანაც, კონცეპტთან შედარებით მთელი 34%–ით. სამუხრუჭე სისტემა 30%–ით გააუმჯობესეს.

სერიული სპორტქარი მოძრაობაში 4 ელექტროძრავს მოყავს და მათი საერთო სიმძლავრე 1914 ცხენის ძალაა. ეს სიმძლავრე საკმარისია იმისთვის რომ 2150 კილოგრამიანმა მოდელმა პირველი 100 კმ. 1,97 წამში განავითაროს. 300 კმ–მდე გასახურებლად კი 9,3 წამი დასჭირდეს. ჰიპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 412 კმ/სთ–ია.

Rimac Nevera–ს ტირაჟი მხოლოდ 150 ეგზემპლარია, ფასი 2 მილიონი ევრო. ყველა ავტომობილს კომპანიის გენერალური დირექტორის ხელმოწერა მოყვება და მან პირობა დადო, რომ ერთნაირი მანქანები არ იქნება, კლიენტებს პერსონალიზაციის ფართო სპექტრს შესთავაზებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g