ბოლო კვირის განმავლობაში შოუბიზნესის სამყაროს ყურადღების ეპიცენტრში 51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 48 წლის ბენ აფლეკია. საზოგადოება შოკირებულია 17 წლის შემდეგ „ბენიფერის“ გაერთიანებით.
ალექს როდრიგესის პირველი კომენტარი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის რომანზე
სულ რამდენიმე საათის წინ, ლოპესი მაიამიში, სპორტდარბაზისკენ მიმავალი გადაიღეს. ვერცხლისფერი ლეგინსები და მაისური ევა, ზემოდან კი თავისუფალი სტილის, სალათისფერი ტოპი ჰქონდა გადაცმული. „ლუქს“ ექსტრავაგანტული ფორმის მზის სათვალე და დიდი ზომის საყურე ასრულებდა. ვარსკვლავი შეუდარებლად გამოიყურებოდა.