ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი კვლავ ერთად გამოჩნდნენ. ექს- წყვილი ვაჟს, სემუელს აეროპორტში დახვდნენ. ჯენიფერი ყოველდღიურ სამოსში იყო გამოწყობილი, რასაც ვერ ვიტყვით ბენზე. მას კლასიკური კოსტიუმი ეცვა და საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა, მის „ლუქს“ ჯიბეში ჩადებული თეთრი ცხვირსახოცი ასრულებდა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჯენიფერი თავის მეგობარ მამაკაცთან, ჯონ მილერთან ერთად კოცნის დროს გადაიღეს.
„ბენიფერის“ „ციებ-ცხელება“ გრძელდება – ანერვიულებული ბენ აფლეკი ავტომობილიდან საათობით არ გადმოდის





