უქმეები 51 წლის ჯენიფერ ლოპესმა და 48 წლის ბენ აფლეკმა სამთო კურორტზე, მონტანაში გაატარეს. ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო. 17 წლიანი განშორების შემდეგ ვარსკვლავური წყვილი კვლავ ერთადაა.
ალექს როდრიგესის პირველი კომენტარი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის რომანზე
ახლახანს გაირკვა, რომ ჯეი ლო უკვე ლოს-ანჯელესში იმყოფება და რომანტიკული მოგზაურობის შემდეგ კვლავ საქმეებს შეუდგა. ის საგრიმიოროში გადაიღეს, ფოტო მისმა სტილისტმა, რობ ზანგარდიმ გაავრცელა. ბენ აფლეკთან გატარებული დღეების შემდეგ ლოპესი კიდევ უფრო მშვენივრად გამოიყურება.