LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სასწრაფო დახმარების ავტომობილისგან ბორბლებიანი სახლი შექმნეს

155
d6c10fe1dbe4b2f8a7cc03682200bff6697c5ce9

ტომ როსკომ სასწრაფო დახმარების ავტომობილი სრულყოფილ ბორბლებიან სახლად გადააქცია და ყველგანმავალს გადაადგილება ყველა წერტილში შეუძლია.

ყველგანმავალი პიკაპი Chevrolet C4500 წლების განმავლობაში იელსტოუნის ნაციონალურ პარკს ემსახურებოდა. ცოტა ხნის წინ კი უტილიზაცია შეეხო და როსკომ მისთვის მეორე სიცოცხლის ჩუქება გადაწყვიტა.

ბორბლებიანი სახლი 6,6 ლიტრის მოცულობის დიზელის V8 ძრავითაა უზრუნველყოფილი და მაღალი ხარისხის საბურავები საშუალებას აძლევს, რომ ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშიც კი გადაადგილდეს.

კემპერად ტრანსფორმაციის მთელ პროცესს ამერიკელი დამოუკიდებლად უძღვებოდა. პირველ რიგში მან ორ-ადგილიანი საწოლი დაამონტაჟა და ველოსიპედების დასაყენებელი ადგილიც დატოვა. საწოლსა და შემოსასვლელ კარს შორის მცირე ზომის სამზარეულო განთავსდა, იქვე კი სააბაზანო ოთახი და საშხაპეც მოეწყო.

ბორბლებიანი სახლი თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშეც არ დარჩენილა და მან მულტიმედიური სისტემა და მოზრდილი ტელევიზორიც მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g