28 წლის ვარსკვლავი, სელენა გომესი ჩინური CR Fashion Book-ის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესია საოცრად შთამბეჭდავი გამოვიდა. მან რამდენიმე სხვადასხვა იმიჯი მოირგო, თუმცა ყველაზე გამორჩეული მაინც „ბალენსიაგას“ კაბა იყო, რომელიც წითელი და ვარდისფერი ყვავილებით არის გაფორმებული.
შეგახსენებთ, როგორც ცნობილია, სელენა გომესმა, გასულ წელს, „მგლურას“ გამო, სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, მას თირკმელი გადაუნერგეს. რამდენიმე თვის წინ, მომღერალმა განაცხადა, რომ მას ბიპოლარული აშლილობაც აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერს უფლებას არ მისცემს, რომ მის კარიერაზე ნეგატიურად იმოქმედოს.