LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „შენ ამას შეძლებ, ძმაო“ – უილ სმიტმა ვარჯიში დაიწყო, მას ვან დამი ამხნევებს

220
page

გასულ კვირას  მსახიობმა და მუსიკოსმა, უილ სმიტმა თავისი ფოტოთი საზოგადოება გააკვირვა. ის წონაში საგრძნობლად არის მომატებული. მალევე მან განაცხადა, რომ „იუთუბის“ ახალ ფიტნეს პროექტში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც საზოგადოება მის საოცარ ტრანსფორმაციას იხილავს.

„ასეთ ცუდ ფორმაში აქამდე არ ვყოფილვარ… მორჩა, აღარანაირი მაფინები“- უილ სმიტმა სიმართლე გაამხილა

და აი, 52 წლის სმიტი სპორტ დარბაზს დაუბრუნდა. მან ფოტო სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

„ჩვეულ ფორმაში დაბრუნება, წინ!“ – ასე დაასათაურა ფოტოები უილმა, რომელშიც სპორტდარბაზში დგას და იღიმის.

როგორც ჩანს, მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, მათ შორის ვან დამიც, რომელმაც მეგობარი გაამხნევა.

„შენ ამას შეძლებ, ძმაო“, – დააკომენტარა მან ფოტოზე.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Will Smith (@willsmith)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები