LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთ ცუდ ფორმაში აქამდე არ ვყოფილვარ… მორჩა, აღარანაირი მაფინები“- უილ სმიტმა სიმართლე გაამხილა

263
Untitledf

ცოტა ხნის წინ მსახიობმა და მუსიკოსმა, უილ სმიტმა თავისი ფოტოთი საზოგადოება გააკვირვა და გაახალისა კიდეც. ის საცვლებში პოზირებს და წონაში საკმაოდაა მომატებული.

„გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ასეთ ცუდ ფორმაში აქამდე არ ვყოფილვარ“, – წერს სმიტი.

ახლა კი ვარსკვლავი წელს ზემოთაც გაშიშვლდა და „გიფი“ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„მე მომწონს ეს სხეული, მაგრამ მინდა უკეთესი გავხდე, მორჩა, აღარანაირი მაფინები, ამ სხეულმა მე პანდემია გადამატანინა“– დაწერა უილმა და ასევე განაცხადა, რომ სულ მალე „იუთუბის“ ახალ ფიტნეს პროექტში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც საზოგადოება მის საოცარ ტრანსფორმაციას იხილავს.

სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული პროექტისთვის მოიმატა უილმა წონაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები