LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Skoda-მ თავისი ყველაზე ბიუჯეტური ელექტროქარი წარადგინა

106
Skoda-მ თავისი ყველაზე ბიუჯეტური ელექტროქარი წარადგინა

ახალი Skoda Epic იგივე ფასი ეღირება, რამდენიც „ბენზინის“ Kamiq ღირს. Volkswagen AG მიუნხენში ჩამოიტანს არა მხოლოდ ID.Cross-ს: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრემიერა იქნება Epic – ახალი პატარა ელექტრო კროსოვერი Skoda-გან, თითქმის სერიული ვარიანტით. ჩეხური ბრენდის ინფორმაციით, ღირებულება დაახლოებით 25 ათასი ევრო იქნება.

Epic-ის დებიუტი კონცეფტის სტატუსით შედგება, თუმცა მოდელი 2024 წელს ნაჩვენებ შოუქარს ძალიან ჰგავს. ამ უკანასკნელისგან Epic განსხვავდება  ორივე ბამპერის უფრო რეალისტური დიზაინით, უკანა ხედვის სარკეებითა და საბურავების დისკებით. კროსოვერის სიგრძე შეადგენს მხოლოდ 4,1 მეტრს, მაგრამ, მიუხედავად კომპაქტურობისა, ის ხუთ მგზავრზეა გათვლილი. ბარგის განყოფილებაც შთამბეჭდავია – 475 ლიტრი.

ინტერიერის სურათები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა მედია ვარაუდობს, რომ ბევრი ელემენტი Volkswagen ID.Cross-ის მსგავსი იქნება. ეს ნიშნავს, რომ კროსოვერი მიიღებს 11-დუიმიან ციფრულ პანელს, 13-დუიმიან მულტიმედიურ ეკრანს და მის ქვემოთ განთავსებულ ფიზიკურ ღილაკებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები