50 წლის სუპერ-მოდელი, ნაომი კემპბელი მარკ ჯეიკობსის ჟურნალის სტუმარი იყო. მან რასიზმსა და კარიერის საწყისებზე ისაუბრა. ვარსკვლავმა გამოცემისთვის არაერთი კაშკაშა ფოტო გადაიღო.
კემპბელის განცხადებით, ის ნანობს, რომ უფრო ხმამაღლა და აქტიურად არ იბრძოდა რასიზმის წინააღმდეგ. მოდელმა თავისი კარიერის პირველი პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ მან სტერეოტიპულ ტანისამოსზე უარი თქვა და არ თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც თეთრკანიანებთან შედარებით, ნაკლებ ჰონორარს სთავაზობდნენ.
„მე ხშირად მთავაზობდნენ ისეთი ტანისამოსის გარეკლამებას, რომელიც მე არ მომწონდა, თუმცა მე სტერეოტიპულ ტანისამოსზე უარი ვთქვი, არის რაღაც ზღვარი, რასა არასდროს გადავაბიჯებ“, – აცხადებს ნაომი.
ვიდეო: „სამშობლო აქაა“ – 50 წლის ნაომი კემპბელი კენიის უდაბნოში პოზირებს
ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი და ლინდა ევანგელისტა Apple-ის ახალ სერიალში გამოჩნდებიან