ბიონსე და ჯეი-ზი ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვარსკვლავური წყვილია. სულ ცოტა ხნის წინ 51 წლის რეპერმა მეუღლეს ბრენდის, Ivy Park სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და ადიდასთან კოლაბორაციაში შექმნილი ტანისამოსი მოირგო. მას წითელი მაისური და შორტი ეცვა.
ფოტომ საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა, ინტერნეტსივრცეში ჯეი-ზის მიმართ დადებითი შეფასებები გაჟღერდა.
„მეუღლეს მუდამ მხარში უდგას“ – წერენ კომენტარებში.
ფოტო: რომანტიკული მოგზაურობიდან დაბრუნებული ბიონსე პაპარაცებისგან სახეს მალავს
ბიონსე ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას ტანისამოსით გამოჩნდა
