მალე Samsung Galaxy S21-ის გაყიდვები დაიწყება. მისი ბაზარზე ჩაშვება 2021 წლის 14 იანვრიდან იგეგმება. აღსანიშნავია, რომ მას უნიკალური ქეისი ექნება, რომელიც სმარტფონის ერთ კუთხეს საერთოდ არ ფარავს.
ინტერნეტში Galaxy S21-ის სურათები უკვე გამოჩნდა. როგორც ხედავთ, სმარტფონის მთელი კუთხე დაუფარავია. მასში ძვირადღირებული ტექნოლოგია არც ისე უსაფრთხოდ გამოიყურება. Galaxy S20-თან შედარებით, Galaxy S21-ის დიზაინში ბევრი ცვლილებაა შეტანილი. ახალი სმარტფონის მთელი კუთხე, სადაც კამერების სისტემაა განთავებული, შუშით იქნება დაფარული.
რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს, – Galaxy S21 Ultra-ს 6.8 ინჩიანი ეკრანი, 5,000 mAh ელემენტი და 108MP პირველადი უკანა კამერა ექნება. ახალი სმარტფონის ფასი ჯერჯერობით უცნობია.
The Samsung Galaxy S21 Ultra protective case has been manufactured. pic.twitter.com/FCPLGLFLiu
— ICE UNIVERSE (@UniverseIce) November 5, 2020