LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თარგმნა ლაივ რეჟიმში და 200 მეგაპიქსელიანი კამერა – რა სიახლეებს გვთავაზობს Samsung და რა ღირს Galaxy S24 Ultra

255
Untitledsss

Samsung-მა ახალი სმარტფონები, Galaxy S24, Galaxy S24+ და Galaxy S24 Ultra წარადგინა. ყველაზე მთავარი სიახლე ახალ მოდელებში ხელოვნური ინტელექტის (AI) ნაწილია.

რაც შეეხება სისტემურ განახლებებს, სმარტფონებს ლაივ რეჟიმში საუბრის თარგმნის ახალი ფუნქცია აქვთ. ტელეფონი საუბრის ტრანსკრიპტს ქმნის, რომელსაც პარალელურ რეჟიმში სასურველ ენაზე თარგმნის.

სხვა ცვლილებები კამერასა და ფოტოების დამუშავების AI ხელსაწყოებს უკავშირდება. Ultra მოდელის კამერების სისტემაში გამორჩეული სიახლე 50 მეგაპიქსელის 10X ოპტიკური ზუმია. მთავარი კამერის მეგაპიქსელები კი 200-ს აღწევს.

Galaxy S24 Ultra, რომელიც ყველაზე ძვირიანი მოდელია და 1 299 დოლარი ღირს, ტიტანისგან დამზადებული Samsung-ის პირველი სმარტფონია. ახალი მოდელების გაყიდვა 31 იანვრიდან დაიწყება.

Samsung-ი Galaxy S24-ს 17 იანვარს წარადგენს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები