LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „უცვლელი მაკა და დიდებული რომი… მთელი ცხოვრება უნდა იკაშკაშო“ – როგორ აღნიშნა მაკა ზამბახიძემ 43 წლის იუბილე იტალიაში

274
მაკა ზამბახიძე

დღეს მომღერალ მაკა ზამბახიძის დაბადების დღეა – მომღერალი 43 წლის გახდა.

ვიდეო: „გილოცავ, მიყვარხარ“- მაკა ზამბახიძე დაბადების დღეს იტალიაში აღნიშნავს

აღსანიშნავია, რომ მან დაბადების დღე იტალიაში მეუღლესთან, მიხეილ ჩოხელთან აღნიშნა.

ცოტა ხნის წინ მომღერალმა სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს გაუზიარა ფოტოები, რომლებშიც ის ულამაზეს კაბაში გამოწყობილი, რომში, კოლოსეუმის ფონზე პოზირებს.

„ჩემი სასწაული დაიბადა დღეს, მთელი ცხოვრება უნდა იკაშკაშო“, „ულამაზეს და უნიჭიერეს მაკას გაუმარჯოს“, „უცვლელი მაკა და დიდებული რომი“ – წერენ ფოტოების კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

მე 43 წლის😊

Posted by Maka Zambakhidze on ორშაბათი, 16 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g