LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: “უთხრა, რომ მას როგორც დედას, კარგად ესმის იმ გამოწვევების სირთულე, რომლებიც მათ წინაშე დგას” – ანჯელინა ჯოლიმ კრამატორსკის დაბომბვის შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა

1596
BeFunky-collage (1)

ჰოლივუდის მსახიობმა, იუნისეფის კეთილი ნების ელჩმა ანჯელინა ჯოლიმ უკრაინის ქალაქ ლვოვის სამედიცინო დაწესებულებაში კრამატორსკის დაბომბვის შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა.

ინფორმაციას ლვოვის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

ვიდეო: ანჯელინა ჯოლი ლვოვში ჩავიდა

ის აღნიშნავს, რომ ანჯელინა ჯოლის უკრაინაში ვიზიტი ყველასთვის მოულოდნელი იყო.

მაქსიმ კოზიცკის თქმითვე, დღეს ანჯელინა ჯოლი იმყოფებოდა სკოლა-ინტერნატში, ესაუბრა აღსაზრდელებს და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო. ასევე, მსახიობს კომუნიკაცია ჰქონდა მოხალისეებთან, რომლებიც სამედიცინო-ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ ადამიანებს ლვოვის მთავარ რკინიგზის სადგურზე.

“მადლობა გადაუხადა მოხალისეებს გაწეული შრომისთვის. უთხრა, რომ მას როგორც დედას, კარგად ესმის იმ გამოწვევების მთელი სირთულე, რომლებიც მათ წინაშე დგას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბავშვების დახმარებას ეხება.

ესაუბრა ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს აქტიური საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიებიდან თავის დაღწევა, მოისმინა ევაკუირებულთა ისტორიები, რომლებმაც კეთილი ნების ელჩს მოუყვნენ, რომ რუსეთის ტერორისტული მოქმედებების გამო ყველაფერი დაკარგეს“,- განაცხადა კოზიცკიმ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g