LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვარცხნილობა, რომელიც აახალგაზრდავებს – 51 წლის უმა თურმანის იშვიათი გამოჩენა

870
page

29 აპრილს უმა თურმანი 51 წლის გახდა. დაგვეთანხმებით ალბათ, რომ ვარსკვლავს ასაკი საერთოდ არ ეტყობა და შესანიშნავად გამოიყურება. ზოგადად, უმას გამოჭერა საკმაოდ რთულია. ის პაპარაცების ობიექტივში იშვიათად ხვდება. თუმცა, ამჯერად მისი დაფიქსირება მაინც შეძლეს.

ბოლო ერთი წლის მანძილზე მსახიობი პირველად დააფიქსირეს, როგორც ჩანს თურმანს ვარცხნილობა შეუცვლია, მან თავისი საფირმო, ქერა თმა მოკლედ შეიჭრა, აღნიშნულმა სტილმა კი ის კიდევ უფრო გაახალგაზრდავა.

51 წლის მსახიობი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში იჯდა და სუფთა ჰაერითა და ბუნების ხედით ტკბებოდა. მას ლურჯი ქურთუკი და ცისფერი ჯინსის შარვალი ეცვა, ლურჯი ქუდი ეხურა, ფეხზე კი ყავისფერი ჩექმა ამშვენებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები