ფოტო: ვარდისფერი კაბა და იისფერი რეზინის ხელთათმანები – სარა ჯესიკა პარკერს საკულტო სერიალის მორიგ სერიებში იღებენ – მოგწონთ ქერი ბრედშოუს ჩაცმულობა?

212
page

როგორც იცით, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი, „სექსი დიდ ქალაქში“ ეკრანებს ახალი სეზონით დეკემბერში უბრუნდება.

საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ გამოსვლის თარიღი ცნობილია

სერიალის მთავარი პერსონაჟი, ქერი ბრედშოუ  90-იანი წლების საკულტო ჩაცმულობის მქონე ქალბატონადაა აღიარებული. მას ფერებისა და სტილის შერწყმა საოცრად მოსწონს. გამონაკლისი არც ახალი სეზონი, And Just Like That… იქნება.

ცოტა ხნის წინ, სარა ჯესიკა პარკერი ნიუ-იორკის ქუჩებში ახალი სერიების გადაღებებზე დააფიქსირეს. ამჯერად მას ვარდისფერი,  კაბა ეცვა, რომელსაც ვარსკვლავმა თავსაფარი და რეზინის ხელთათმანი შეუხამა. მოგვიანებით კი ის ჭრელ, ბოშური სტილის კაბაში გადაიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები