LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ხავერდის ქურთუკი პირდაპირ საცვლებზე – რიტა ორა ახალ ტრენდს ამკვიდრებს

276
safe-image

29 წლის ვარსკვლავი, რიტა ორა „ინსტაგრამ“ გამომწერებს, პიკანტური ფოტოებით ხშირად ანებივრებს. მომღერალმა ზაფხულის დღეები იბიცას სანაპიროზე გაატარა და ოქროსფერ, 180 ევროიან საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოებით თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა.

როდესაც საქმე ახალი ტრენდის დამკვიდრებას ეხება, ორა მუდამ მზადაა, ექსცენტრიული იმიჯი მოირგოს და საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვიოს. ამჯერად, ვარსკვლავი მილანში, „ფენდის“ ჩვენებაზე გამოჩნდა. მას ამავე ბრენდის ხავერდის ქურთუკი და ბადე წინდები ეცვა. ერთი შეხედვით, აღნიშნულ „ლუქში“ უცნაური არაფერი იყო, თუმცა, მახვილ თვალს არ გამორჩენია ის ფაქტი, რომ ქურთუკის ქვეშ რიტას მხოლოდ საცვლები ეცვა.

აღნიშნულმა ფოტოებმა ინტერნეტი ააფეთქა, რიტამ კი უგემოვნო ვარსვლავის წოდება კიდევ ერთხელ დაიმსახურა. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოჩნდნენ  ისეთი ადამიანებიც, ვისაც ორას ჩაცმულობა მოეწონა.

„რიტა ორა ახალ ტრენდს ამკვიდრებს“, „შეუდარებელი ხარ რიტა“, – წერენ თაყვანისმცემლები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები