29 წლის ვარსკვლავი, რიტა ორა „ინსტაგრამ“ გამომწერებს, პიკანტური ფოტოებით ხშირად ანებივრებს. სულ ცოტა ხნის წინ, მომღერალმა იბიცას სანაპიროზე გადაღებული ფოტოები გაავრცელა, სადაც ოქროსფერ, 180 ევროიან საცურაო კოსტიუმში პოზირებს. რიტა შესანიშნავი, სრულყოფილი სხეულის დემონტრირებას ახდენს.
აღსანიშნავია, რომ რომ მომღერლის მუსიკალურ კარიერაში სიახლეები ჯერჯერობით არ არის, ბოლოს რიტამ სიმღერა, New Look და კლიპი 2019 წელს გაავრცელა, ვიდეოში მოქმედება დუბაიში ვითარდება. მრავალფეროვან კადრებში, რალის სცენებია ასახული. კომპოზიცია რიტა ორას მეორე სტუდიურ ალბომში, Phoenix შედის.