47 წლის ჰაიდი კლუმმა „ინსტაგრამზე“ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ჯიმი კიმელის შოუში სტუმრად მიემართება. ვარსკვლავი შესანიშნავად გამოიყურება. მას წითელი ტყავის შარვალი აცვია, რომელიც ამავე ფერის გამჭვირვალე ტოპთან აქვს შეხამებული, „ლუქს“ კი შავი მანტო ასრულებს. მოგვიანებით მან შოუს მსვლელობის დროს გადაღებული ფოტოებიც გაავრცელა.
ცნობისთვის, კლუმის 16 წლის ქალიშვილი ლენი დედის კვალს მიჰყვება. რამდენიმე თვის წინ დედა-შვილმა „ვოგის“ გარეკანი დაამშვენა.