LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმი კიმელი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას მეოთხედ წაიყვანს

192
Untitledsdds

ჯიმი კიმელი „ოსკარების“ 96-ე ცერემონიას გაუძღვება. ეს კიმელისთვის „ოსკარების“ მეოთხე დაჯილდოება იქნება. მან დაჯილდოებას 2017, 2018 და 2023 წლებში უმასპინძლა.

ტელეწამყვანი 2012, 2016 და 2020 წლებში მასპინძლობდა აგრეთვე „ემის“ დაჯილდოებასაც. აღსანიშნავია, რომ ჯიმიმ დაჯილდოების ტრანსლაციის რეიტინგი 16.6 მილიონი მაყურებლიდან 19 მილიონამდე გაზარდა.

ცნობისთვის, ჩატარებული ცერემონიების რაოდენობით კიმელი დაეწია ვუპი გოლდბერგსა და ჯეკ ლემონს. ლიდერებად კვლავ რჩებიან ბობ ჰოუპი (11 ცერემონია), ბილი კრისტალი (9 ცერემონია), ჯონი კარსონი (5 ცერემონია).

ამერიკის კინოაკადემიის რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონია 2024 წლის 11 მარტს, „დოლბის კინოთეატრშია“  დაგეგმილი.

„ემის“ 72-ე დაჯილდოების ცერემონიას ჯიმი კიმელი წაიყვანს

2017 წლის

2018 წლის

2023 წლის

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები