Diddy-ის გარშემო სკანდალი დღითიდღე საშინელებათა ჟანრის ფილმს ემსგავსება. ამჯერად ახალი დეტალები გავრცელდა.
რამდენიმე საათის წინ ტეხასელმა ადვოკატმა, ტონი ბუზბიმ პრესკონფერენცია გამართა, რომელშიც ახალი, 120 მსხვერპლის შესახებ გააკეთა განცხადება.
აღსანიშნავია, რომ ახალ სიაში 25 არასრულწლოვანის სახელი გაჟღერდა. მეტიც, რეპერს 9 წლის ბიჭზე სექსუალურ ძალადობასა და ძალდატანებით ნარკოტიკული საშუალების დიდი დოზის მიღებაში ადანაშაულებენ.
აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ Diddy-მ თავისი ადვოკატების გუნდს კიდევ ორი, მსოფლიოში უძლიერესი ადვოკატი დაამატა. მას გირაოთი განთავისუფლების მესამე შანსის გამოყენება სურს.
ყოველივე ამის ფონზე მთელი ჰოლივუდი შოკირებულია. შემაშფოთებელ საქმეში, უამრავი სელებრითის სახელი ფიგურირებს. ინტერნეტსივრცეში კი ე.წ „თეთრი წვეულებებიდან“ უამრავი საარქივო ფოტო მასალა ვრცელდება.
შეგახსენებთ, დოკუმენტების თანახმად, Diddy-ის მიმართ ბრალდება რეკეტსა და ტრეფიკინგს ეხება. რეპერის მეზობლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მის სახლში ხშირი იყო საეჭვო წვეულებები. ამჟამად, ,,დიდის” წინააღმდეგ, ათი სარჩელია აღძრული, რომელთაგან უმრავლესობაში მას ბრალს სექსუალურ ძალადობაში სდებენ. ბრალმდებლები გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს.
Diddy-ის მენტალური ჯანმრთელობა შეერყა – უახლესი დეტალები
„ბენი ჯეი ლოს Diddy-ის სკანდალის გამო დაშორდა“ – ჯეი ლო ახალ ფოტოებს ავრცელებს და დუმს