მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე დედა გახდა.
მან ცოტა ხნის წინ, “ინსტაგრამ” გვერდზე განათავსა სამშობიაროში გადაღებული ფოტო და ვიდეო.
წყვილმა პირველ საერთო შვილს ვიქტორია დაარქვა.
ამასთან, როგორც ირკვევა, მოდელმა გაგუას კლინიკაში იმშობიარა.
ცნობისთვის, მისი და დათო კოდუას ურთიერთობის შესახებ ამბავი რამდენიმე კვირის წინ საზოგადებას თავად ალექსანდრა პაიჭაძემ ამცნო.
კოდუა პირველ მეუღლეს დაშორდა და აპირებს, რომ თავისი ცხოვრება ალექსანდრა პაიჭაძეს დაუკავშიროს. ალექსანდრამ უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაქორწინებას აპირებენ.
ალექსანდრა პაიჭაძემ დათო კოდუასგან ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი გამოაჩინა