ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის ქალიშვილი, მანანიკო ნამორაძე და ბესო ხარძიანი უმცროსი დაქორწინდნენ.
ბესო, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის უმცროსი შვილია. (ბიზნესმენი 2015 წელს მოკლეს).
მანანიკო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. საოჯახო ბიზნესშია ჩართული – დეველოპერული კომპანიის VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერია.
ბესო ხარძიანმა და მანანიკო ნამორაძემ 21 სექტემბერს ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს, ქორწილი კი მცხეთაში, „მარანი ჰოლში” გაიმართა.
წყვილის ულამაზეს ქორწილში უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი.


