ლოს-ანჯელესში გამართული, „ოსკარის“ რიგით 97-ე დაჯილდოების სპეციალური სტუმარი ლეგენდარული ჯგუფის, The Rolling Stones-ის ფრონტმენი, მიკ ჯაგერი გახლდათ. 81 წლის არტისტმა, გამარჯვებული „წლის საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ კატეგორიაში გამოავლინა, ეს უკანასკნელი „ემილია პერესში“ გაჟღერებული სიმღერა, El Mal გახდა.
ცხადია, ეპატაჟური არტისტის მონოლოგს ხუმრობების გარეშე არ ჩაუვლია. მიკიმ სცენაზე ნამდვილი როკ-ენ როლი მოაწყო.
აღსანიშნავია, რომ ჯაგერი უდიდეს მოვლენას კინემატოგრაფიაში, საყვარელ ქალთან ერთად დაესწრო, მას მხარს 44 წლით უმცროსი შეყვარებული, მელანი ჰემრიკი უმშვენებდა.
ამ დღეს მუსიკოსს შავი, ბრჭყვიალა კოსტიუმი ეცვა და წითელ ფერებში გადაწყვეტილი ყელსახვევი ეკეთა, ამავე ფერის სამოსში იყო გამოწყობილი მელანი ჰემრიკი, რომელსაც არტისტთან ვაჟი ჰყავს.
81 წლის მიკ ჯაგერი, მისი 44 წლით უმცროსი საცოლე და მათი უსაყვარლესი ვაჟი პარიზის ოლიმპიადაზე
Maroon 5-ის ჰიტზე, საყვარელი ქალისთვის ენერგიულად აცეკვებული 80 წლის მიკ ჯაგერი





