გუშინ, ლოს-ანჯელესში „ოსკარის“ რიგით 97-ე დაჯილდოება გაიმართა. მას ცნობილი ამერიკელი წამყვანი, კონან ო’ბრაიენი უძღვებოდა.
„ოსკარი“ 2025-ის გამარჯვებულები დასახელდნენ – ნახეთ სრული სია
დღეს უკვე ვრცელდება არაერთი წამყვანი დასავლური გამოცემების პირველი შეფასებები სათაურებით: „ყველაზე სამარცხვინო დაჯილდოების ცერემონიალი ოსკარების ისტორიაში“.
მედიაში აკრიტიკებენ ცერემონიალის მიმდინარეობას, წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავების „ლუქებს“, გასახდომი პრეპარატით, „ოზემპიკით“ რადიკალურად შეცვლილ ცნობილ სახეებსა და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, გამარჯვებულებს.
ვის რა ეცვა? – ფოტოები „ოსკარების“ წითელი ხალიჩიდან
ამ კუთხით, კრიტიკის მთავარი ობიექტი შონ ბეიკერის „ანორაა“, რომელმაც ყველაზე მეტი, 5 ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის „წლის საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში, მთავარი როლის შემსრულებელმა, 25 წლის მაიკი მედისონმა კი „საუკეთესო მსახიობი ქალის“ კატეგორიაში კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.
ერთგვარი ტრადიცია – ედრიენ ბროუდისა და ჰალი ბერის ცეცხლოვანი კოცნა „ოსკარების“ წითელ ხალიჩაზე
„ყველაზე სამარცხვინო დაჯილდოების ცერემონიალი ოსკარების ისტორიაში“„ამ ფილმმა საერთოდ რატომ დაიმსახურა საერთაშორისო კინემატოგრაფიის ყურადღება?“, „ეს იყო ყველაზე ცუდი ოსკარი“, „სამარცხვინო იყო წელს ოსკარების ცერემონიალი, თავისი გამარჯვებულებით“, „სრული დეგრადაცია“, „ ოსკარის კრახი“, „ცერემონიალი ძალიან უინტერესო იყო“, „რა ეცვათ?, ფილმებთან ერთა მოდაც დეგრადირდა“, „ყველა ერთმანეთს ჰგავდა ოზემპიკისა და ინექციების გამო“, „ოზემპიკისა და ფილერების ეპოქა“, – არ წყდება კომენტარები.

