ლოს-ანჯელესში, Academy Museum of Motion Pictures-ში, გაიმართა L’Oreal Paris Women of Worth-ის მე-20 საიუბილეო ღონისძიება, სადაც ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, 70 წლის კრის ჯენერი გახლდათ. ღონისძიებაზე ის ქალიშვილ, კენდალ ჯენერთან ერთად გამოჩნდა.
კრისმა წითელ ხალიჩაზე „ვალენტინოს“ შთამბეჭდავი, გრძელი წითელი კაბა მოირგო, რომელსაც წელში შავი ბაფთა ამშვენებდა. „ლუქი“ განსაკუთრებული იმით იყო, რომ ის ძველი კაბის თანამედროვე ვერსიას წარმოადგენდა, რომელიც კრისმა 1980-იან წლებში გამართული ერთ-ერთი საღამოზე, მაშინდელ მეუღლესთან, რობერტ კარდაშიანთან პაემნის დროს მოირგო.
ღონისძიებაზე ჯენერმა „ლუქი“ შავი პიჯაკით, ხელთათმანებითა და ბზინვარე „კლატჩით“ გაამრავალფეროვნა. გალა-წვეულებამდე მან „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, სადაც კაბის შექმნის პროცესია ასახული, მან აგრეთვე საარქივო ფოტოც გააზიარა, რომელშიც ის და მისი ყოფილი მეუღლეა აღბეჭდილი. რობერტი 2003 წელს გარდაიცვალა.
ცნობისთვის, კრისისა და რობერტ კარდაშიანის ქორწინება 1978–1991 წლები გაგრძელდა. მათ ოთხი შვილი, კორტნი, კიმი, ქლოე და რობი ჰყავთ. მოგვიანებით, 1991 წელს კრისი უილიამ ბრიუს ჯენერზე, (კეიტლინ ჯენერი) დაქორწინდა, რომლისგანაც კაილი და კენდალი ჰყავს. ამჟამად კრისი პარტნიორ, კორ გემბლთან ერთად ცხოვრობს.
კრის ჯენერი 70 წლის იუბილეს 100 ათას დოლარად შეფასებული სახის ლიფტინგით შეხვდა