დავით ჭანიშვილი და მისი რჩეული მაკო დვალიშვილი იტალიაში იმყოფებიან.
დავითი და მაკო სარდინიაზე ისვენებენ.
კადრებს ისინი სოციალურ ქსელში გვიზიარებენ.
როგორც ჩანს, ცნობილი წყვილი დასასვენებლად მეგობრებთან ერთად იმყოფება.
შეგახსენებთ, სუხიშვილების მოცეკვავემ დავით ჭანიშვილმა, ასევე სუხიშვილების მოცეკვავე, მაკო დვალიშვილს ხელი ახლახან სთხოვა.
მაკო დვალიშვილი მსახიობ დავით დვალიშვილის შვილიშვილია.









