LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: “დიდი სცენის” მე-2 სეზონის გამარჯვებული ლევან ყანდიაშვილია

692
FORTUNA.GE (17)

გუშინ, მეგაპროექტი “დიდი სცენა” დასრულდა, მაყურებელმა “რუსთავი 2”-ის ეთერით დაუვიწყარი საფინალო შოუ იხილა. ფინალში ერთმანეთს სამი კონკურსანტი, ლევან ყანდიაშვილი, გიორგი ფუტკარაძე და მემე ჟორდანია დაუპირისპირდნენ. შოუს დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე კონკურსანტებს გავესაუბრეთ.

 

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1577721349068945/

ფინალი მართლაც გრანდიოზული იყო. ის ფინალისტების ტრიოთი გაიხსნა: ლევან ყანდიაშვილმა, გიორგი ფუტკარაძემ და მემე ჟორდანიამ ლეგენდარული დევიდ ბოუვის სიმღერა, Heroes შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. ასევე შესრულდა ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ქართული სიმღერები, გაჟღერდა ის უცხოური ჰიტებიც, რომლითაც კონკურსანტებმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/407306626906226/

“დიდი სცენის” მე-2 სეზონის გამარჯვებული, მაყურებლისა და ჟიურის ქულათა ჯამით, ლევან ყანდიაშვილი გახდა.
ფინალისტებმა უამრავი საჩუქარი მიიღეს. სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-მა გამარჯვებულს მთავარ პრიზი, ბინა თბილისში გადასცა, “მიჰაუსმა” კი 3000 ლარიანი ვაუჩერით დაასაჩუქრა.

მეორე ადგილი გიორგი ფუტკარაძემ დაიკავა, მას  SENA AUTO-მ კორეული პრემიუმ ბრენდის ქროსოვერი, “სანგიონგ ტივოლი” გადასცა.

მესამე პოზიციაზე გასული მემე ჟორდანია, რადიოჰოლდინგი “ფორტუნას” რჩეული გახდა. მას პრიზად სიმღერის ჩაწერა და 1 წლის განმავლობაში ამ სიმღერის პრომოუშენი, ასევე “კაჭრეთის ამბასადორში” ორ პერსონაზე ერთკვირიანი საგზური გადაეცა.

https://www.facebook.com/didiscena/videos/655979818352208/

 

ასეთი ტრიუმფით დასრულდა მეგაპროექტი “დიდი სცენის” მე-2 სეზონი. ორგანიზატორების განცხადებით, სულ მალე, პროექტის მესამე სეზონიც აიღებს სტარტს, რომელსაც, ტრადიციულად “რუსთავი 2”-ის ეთერში ვიხილავთ.