გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელმა თეონა ცირამუამ მომღერალ ქეთი მელუას შვილი მონათლა.
კადრებს ნათლობიდან თეონა სოციალურ ქსელში გვიზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ძალიან დიდი მადლობა, რომ შენი სანდროს ნათლიად ამირჩიე…
ჩემთვის უდიდესი პატივი, სიხარული და პასუხისმგებლობაა ვიყო უკვე შენი ოჯახის წევრი და მქონდეს ნათლიის სტატუსი…
ვეცდები სათანადო წვლილი შევიტანო უკვე ჩემი სანდროს კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში…მუდამ ერთად”, – წერს თეონა ცირამუა.