LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი „გუჩის“ ჩვენებაზე „მილანის მოდის კვირეულზე“

105
page

ილონ მასკის 21 წლის ტრანსგენდერი შვილი, ვივიენ უილსონი, „მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში“ „გუჩის“ ჩვენებაზე გამოვიდა.

მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე ვივიენი მაყურებლის წინაშე თავდაჯერებული ნაბიჯებით გამოვიდა და იტალიური ბრენდის კოლექცია წარადგინა. მას თეთრი, დახვეწილი კაბა ამშვენებდა.

აღსანიშნავია, რომ „გუჩის“ ჩვენებაში მონაწილეობა ახალგაზრდა მოდელისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, განსაკუთრებით ისეთი მასშტაბური პლატფორმიდან, როგორიც „მილანის მოდის კვირეულია“.

მისი გამოჩენა სწრაფად გახდა სოციალური ქსელების განხილვის თემა.

მისი პოდიუმზე გამოჩენა ბევრმა შეაფასა, როგორც საკუთარი გზის დამოუკიდებლად გაკვლევის მცდელობა. მოგეხსენებათ, ვივიენს მილიარდერ მამასთან არანაირი კონტაქტი არ აქვს.

ფოტო/ვიდეო: ილონ მასკის 21 წლის ტრანსგენდერმა შვილმა გამჭვირვალე „ლუქით“ პოდიუმი დაიპყრო – ვივიენ უილსონის დებიუტი ევროპულ ჩვენებაზე

ცნობისთვის, ვი­ვი­ენი ტყუ­პის­ცალ ძმას­თან, გრი­ფინ­თან ერ­თად 2004 წელს, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­ი­ბა­და, ის მას­კი­სა და მისი პირ­ვე­ლი ცო­ლის, ჯას­ტი­ნ უილსონის შვილია. ქსავიე რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და თა­ვი­სი გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბა მა­მა­მი­სისთვის და­ე­მა­ლა. მან „ქა­მინგ-აუთი“ 2022 წელს გა­ა­კე­თა. პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ხე­ლი, ქსა­ვი­ე­რი ვი­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა და დე­დის გვარ­ზე, უილსონზე გა­და­ვი­და. მას მილიარდერ მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

ფოტო/ვიდეო: ხოჭოები სხეულზე და რევანშისტული მზერა – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილის ხმაურიანი დებიუტი „ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე“

„ის წარმოუდგენელ სიმდიდრეს ფლობს, მე კი საერთო საცხოვრებელში, სამ მეზობელთან ერთად ვცხოვრობ, რადგან ასე უფრო იაფია“ – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი The Cut-ის გარეკანზე და გულახდილი ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები