ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი უსაყვარლესი ქალიშვილის ლეას და მისი მამის, დავით თოფურიას კადრებს „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს.
„იპოვეთ განსხვავება“, – წერს მარიამი ლეას და დავით თოფურიას ფოტოზე.
აღსანიშნავია, რომ მარიამი ხშირად ანებივრებს სოციალური ქსელის გამომწერებს, როგორც პირადი ფოტოებით და ვიდეოებით, ასევე ოჯახური კადრებით, რომელიც გულთბილ კომენტარებს იმსახურებს ხოლმე.
ცნობისთვის, „სუხიშვილების“ სოლისტი მარიამ მათიაშვილი და მისი მეუღლე, დავით თოფურია 2025 წლის იანვარში პირველი შვილის მშობლები გახდნენ.

