LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ჯეი ლო საუდის არაბეთში გამართულ კონცერტზე ჩაცმული გამოვიდა

187
page

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, ფორმულა 1-ის გრან-პრი გაიმართა. ღონისძიება მუსიკალურად, ჯენიფერ ლოპესმა გააფორმა.

იმ ფონზე, როცა საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური და ჩაკეტილი ქვეყანაა, ჯეი ლომ ადგილობრივი ტრადიციების მიმართ პატივისცემა გამოხატა და სცენაზე მისთვის უჩვეულოდ ჩაცმული გამოჩნდა.

არტისტს, რომელიც ცნობილია თავისი სექსუალური სასცენო კოსტიუმებით, ამჯერად გაუმჭვირვალე სამოსი ეცვა.

ჯენიფერ ლოპესი ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოებას” წაიყვანს

აღსანიშნავია ისიც, რომ ლოპესმა რბოლის დაწყებამდე მონაწილეები გაამხნევა და მათთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გააზიარა. მრბოლელებთან შეხვედრისას, მას ვარდისფერი კომბინეზონი ეცვა.

ბოლო დროს, ჯენიფერ ლოპესი სცენას აქტიურად დაუბრუნდა. ზაფხულში, 6 წლიანი პაუზის შემდეგ, ის საერთაშორისო ტურნეს გამართავს.

ჯენიფერ ლოპესი კონცერტებს სომხეთსა და თურქეთში გამართავს – ტურნეს დეტალები ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები