კაილი მინოუგი პარიზში, ტელე-შოუში Quotidien გახლდათ მიწვეული. მან შთამბეჭდავი ფოტოები და ვიდეოები „ინსტაგრამზე“ გაავრცელა და თავისი გამორჩეული „ლუქით“ საზოგადოების ყურადღების მიპყრობაც მოახერხა.
ამ დღეს 56 წლის არტისტს გამორჩეული ქსოვილის წითელი კაბა ამშვენებდა. ეს გახლდათ კაბა, „სველი ეფექტითა“ და გარდამავალი ფერებით, რომელიც ვარსკვლავს საოცრად უხდებოდა.
ცნობისთვის, მინოუგმა მეთექვსმეტე სტუდიური ალბომის – Tension გამოსვლიდან, 1 წლის თავზე, მისი გაგრძელება დააანონსა. 18 ოქტომბერს, ავსტრალიელი არტისტი მეჩვიდმეტე დისკს – Tension II გამოუშვებს.
კაილი მინოუგმა ახალი ალბომი და ტურნე დააანონსა