Youtube–არხის Woodworking Art–ის ავტორმა ხისგან განახლებული Audi Q7–ის ზუსტი ასლი დაამზადა. ავტომობილის დეტალები ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა : მასშტაბურ მოდელს სულ მცირე დეტალებიც კი იდეალურად აქვს შესრულებული, კარებები, კაპოტი და საბარგული იხსნება, საჭე მოძრაობს და მოდელს ფანჯრების აწევის იმიტიციაც კი შეუძლია.
აღსანიშნავია რომ სათამაშო მოდელს ხელოვანი მხოლოდ ფოტოების საშუალებით ქმნიდა და Volkswagen-ისგან არანაირი დამხმარე დოკუმენტაცია არ მიუღია.
მიუხედავად ამისა, ასლი მაინც ძალიან გავს ორიგინალს. პროპორციები იდეალურადაა დაცული, ძარის ფორმა შენარჩუნებულია. ერთადერთ დისბალანსს იწვევს მხოლოდ ძალიან პატარა დეტალები, რომელთა დამზადებაც ხისგან ძალიან რთულია.