LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ხისგან Lamborghini Aventador-ის ზუსტი ასლი დაამზადეს

211
treelambogin

ვიეტნამელმა ბლოგერმა და youtube–არხის WoodWorking Art–ის ავტორმა მორიგი შედევრი დაამზადა. ამჯერად მან Lamborghini Aventador S–ის ხის ვერსია შექმნა. სათამაშო მოდელს კარებები ეხსნება, მოძრაობს კაპოტი და საბარგულის კარი, ხოლო სალონი, ფარები და სხვა ნაწილები იმდენად დეტალურადაა დამზადებული რომ ნამდვილად გაოცებას იწვევს.

მრავალ საათიანი შრომა ბლოგერმა 11 წუთიან ვიდეოში ჩატია. ხის სპეციალისტმა სცადა რომ პროპორციები 1:13–თან დაეცვა, თუმცა მცირე დეტალების უმრავლესობა მაინც თვალის ზომით დაამზადა.

სუპერქარის მოდელის შესაქმნელად მან თავისი ჩვეული ინსტრუმენტები გამოიყენა და დეტალების მიმართ ტრადიციულად ძალიან ყურადღებიანი იყო.

შეგახსენებთ, რომ ახალ სათამაშოებს ხელოვანი თვეში ერთხელ ქმნის და მისი ნამუშევრების შეძენა უკვე ინტერნეტით შეიძლება. მის Youtube–არხს 2,3 მილიონი გამომწერი ყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები