ფეხბურთის ლეგენდის, კრიშტიანო რონალდოს საცოლეს, ჯორჯიანა როდრიგესს 27 წელი შეუსრულდა. მზუნველმა ვარსკვლავმა გადაწყვიტა მისთვის საოცარი დაბადების დღე მოეწყო და საყვარელი ქალისთვის ყველა კოვიდ რეგულაციის წესები დაარღვია.
უქმეებზე ვარსკვლავური წყვილი იტალიის სამთო კურორტზე გაემგზავრა და იმ სასტუმროში გაჩერდა, რომელიც კორონავირუსის გამო დაკეტილი იყო. ამის გამო ინტერნეტ სივრცეში ვარსკვლავს მკაცრად აკრიტიკებენ.
მოგვიანებით ფოტოები და ვიდეო ჯორჯიანამ „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.
„დიდი მადლობა ამხელა სიყვარულისთვის, მე ძალიან გამიმართლა“, – წერს გახარებული იუბილარი.