LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა

3107
BeFunky-collage (3)

მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი” წარადგინა, მისი ბიზნეს საქმიანობა და პირადი ცხოვრება კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი.

ვასაძის ბიზნეს საქმიანობა ძირითადად რუსეთის ფედერაციას უკავშირდება, რაც შეეხება ქართულ ბიზნესს, საქართველოში ვასაძის აქტივებს შორის უმსხვილესი ცქრიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია “ბაგრატიონი 1882”-ია.

ამასთან, ლევან ვასაძის და თამარ ვასაძე ფლობს 83%-იან წილს ეროვნული სამოსის მწარმოებელ ბრენდ “სამოსელი პირველში”.

 

ბიზნესმენი მეუღლესთან და ექვს შვილთან ერთად ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი არაერთხელ გვინახავს.

ირკვევა, რომ ლევან ვასაძის ქალიშვილი თათა ვასაძე, რომელიც ამჟამად, სუხიშვილების მოქმედი მოცეკვავეა, მამის ბრენდის სახეც არის.

თათა ლევან ვასაძის ბიზ­ნეს­მე­ნის რი­გით მე­ო­რე შვი­ლი და პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლია. ცნობილია, რომ ვა­სა­ძეს და მის მე­უღ­ლეს ნინო დურ­გლიშ­ვილს ექ­ვსი შვი­ლი ჰყავთ.

ახლახანს გოგონამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო და ვიდეო, სადაც პროექტ “ბაგრატიონი 1882 სახეებისთვის” პოზირებს და ტრადიციულ სამოსში ულამაზესად გამოიყურება.

ფოტოგრაფი Andrei Kovalev, visual artist

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g