ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის ერთადერთი ქალიშვილი, პერის ჯექსონი ხშირად ანებივრებს „ინსტაგრამ“ გამომწერებს სხვადასხვა შთამბეჭდავი კონტენტით.
27 წლის ვარსკვლავი მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული. ის გახლავთ მუსიკოსი, მსახიობი და მოდელი. პერისი 2020 წლიდან სოლო-კარიერას ეწევა და ალტერნატიულ-ფოლკ სტილში ალბომიც აქვს გამოშვებული.
მისი მუსიკა ხშირად პირად გამოცდილებებსა და ემოციებზეა დაფუძნებული. ის აგრეთვე აქტიურად თანამშრომლობს მოდის სახლებთან და ხშირად ჩნდება გამოცემების გარეკანზე.
ვიდეო: მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა მომღერლობა გადაწყვიტა – პერის ჯექსონის დებიუტი
