50 წლის ლეგენდარული ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი კოსმეტიკის რეკლამისთვის სრულიად გაშიშვლდა. ვარსკვლავმა რეკლამა ,,მასკარას” ტუშს გაუკეთა. რეკლამაში ის მხოლოდ შავი ქუდითა და ხელთათამანითაა წარმოდგენილი, ერთ-ერთ ფოტოში კი ნაომი მეტროში, სრულიად შიშველი პოზირებს.
,,მე ყველაზე უბრალო გემოვნება მაქვს. ყოველთვის მხოლოდ საუკეთესო მაკმაყოფილებს”. – რეკლამაში მოდელი ოსკარ უაილდის სიტყვებს ამბობს.
Pat McGrath Labs – ის სარეკლამო კამპანია საკმაოდ კრეატიულად მიმდინარეობს – საზოგადოება აღფრთოვანებულია 50 წლის მოდელის თამამო ფოტოსესიით. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ეს კოსმეტიკის კომპანიის ყველაზე კრეატიული სვლაა.
https://www.instagram.com/p/CClsUtVnYCu/?utm_source=ig_embed