თამთა შედანია გვიზიარებს მეგობრის, მოდელ თეო კიკნაველიძის უჩვეულო დაბადების დღიდან შესანიშნავ ფოტო და ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორი ორიგინალური იუბილე გადაიხადა თეომ.
მან სუფრა არც მეტი, არც ნაკლები, ზღვის სანაპიროზე, პირდაპირ პლაჟზე გაშალა. მენიუში ზღვის პროდუქტები ჭარბობდა.
სტუმრებმა გადაიღეს ლამაზი ფოტოსესია და სოციალურ ქსელში სიამოვნებით გაგვიზიარეს.
