პიანისტი ლიზი მამრაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ცოტნე ზედგინიძის წარმატებას ეხმაურება.
ლიზი მამრაძე წერს, რომ ურთულესი შონბერგის კონცერტით და სერ საიმონ რეტლის დირიჟორობით, ცოტნეს საოცარმა დებიუტმა ფენომენალურად ჩაიარა.
ლიზი მამრაძე ქართველ მევიოლინე ლიზა ბათიაშვილს მადლობას უხდის, რომელიც დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩართული იყო პროცესებში და ცოტნესთვის შესაძლებელს და შეუძლებელსაც კი აკეთებდა.
„ვიდეოების გადაღებაში დიდად ვერ ვივარგე ამ ჯერად, მაგრამ, მგონი მაინც ჩანს და ისმის ყველაფერი.
საოცარი დებიუტი ჰქონდა გუშინ ცოტნეს, ურთულესი შონბერგის კონცერტით და სერ საიმონ რეტლის დირიჟორობით! ფენომენალურად ჩაიარა ყველაფერმა ⭐️
ათასმაგად გასახარი იყო ჩვენთვის რომ ცოტნეს ერთგული გულშემატკივრები ჩამოვიდნენ სპეციალურად კონცერტზე დასასწრებად: შვეიცარიიდან – ვერბიეს ფესტივალის დამაარსებელი მარტინ ენგსტრემი.
პარიზიდან – მედიჩი ტვს და ტელეარხ მეცცოს დირექტორი ერვე ბუასიე.
ლონდონოდან – ჰარისონპაროტსის წარმიმადგენელი, ედ მილნერი.
ცოტნესთვის ამხელა მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს.
და რა თქმა უნდა, არაფერი გამოვიდოდა, რომ არა ლიზა ბათიაშვილი, რომელიც, მიუხედავად თავისი დატვირთული გრაფიკისა, სულ ხაზზეა, ჩართულია ყველაფერში და ყოველთვის ყველაფერ შესაძლებელს და შეუძლებელსაც კი აკეთებს ცოტნესთვის“, – წერს ლიზი მამრაძე.
ვიდეოების გადაღებაში დიდად ვერ ვივარგე ამ ჯერად, მაგრამ, მგონი მაინც ჩანს და ისმის ყველაფერი.
საოცარი დებიუტი ჰქონდა…
Posted by Lizi Mamradze on Monday, January 29, 2024