LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: „თქვენ რომ არა, ამ ოცნებას მე ვერ ავისრულებდი“ – ლილიანა საზოგადოებას მადლობას უხდის, დავით ოქროპილაშვილი კი ლილიანას უახლეს ფოტოს გვიზიარებს

680
ლილიანა

ლილიანა, რომელმაც ურთულესი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და თავს უკვე კარგად გრძნობს. სოციალურ ქსელში ხშირად გვიზიარებს ვიდეოებს, თუ როგორ უვლის თავს რეაბილიტაციის პერიოდში.

„გამარჯობა. ეს ვიდეო რომ არ ჩამეწერა, ვერ მოვისვენებდი. მინდა, მთელ მსოფლიოს გადავუხადო მადლობა ჩემი გვერდში დგომისთვის. ვინც დამაფასა და თითოეული ლარი გაიმეტა. თქვენ რომ არა, ამ ოცნებას მე ვერ ავისრულებდი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მიყვარხართ ❤️❤️❤️“, – ამბობს ლილიანა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

„ლილიანას ოპერაციიდან 15 დღე გავიდა დღეს ✅️❤️“, – ამ სათაურით კი სოციალურ ქსელში ფოტოს ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი გვიზიარებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები