რეპერის, ტრევის სკოტის კონცერტზე ტრაგედია მოხდა. სცენასთან ჭყლეტის დროს ასობით ადამიანი დაშავდა რვა კი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის მოზარდი. შექმნილი სიტუაციისგან მიღებული დაზიანებების გამო 25 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, რომელთაგან 13 ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩება.
გამოძიება უკვე დაწყებულია, ჰიუსტონის მერის, სილვესტერ ტერნერის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. ცნობისთვის, ფესტივალს Astroworld 50 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.
ახლახან ტრევის სკოტმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო ჰიუსტონის პოლიციას დახმარება აღუთქვა.
„ჩემმა ფანებმა იცით, რამდენად ძვირფასი ხართ ჩემთვის. ყოველთვის, როცა ვხვდები, რომ რაღაც რიგზე არაა, შოუს ვწყვეტ, უბრალოდ, ამჯერად სიტუაციის სიმძიმე სწორად ვერ შევაფასე“, – წერს სკოტი.
— TRAVIS SCOTT (@trvisXX) November 6, 2021