LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ვინ არიან „საბავშვო ევროვიზია“ 2025-ის მონაწილეები – მეორე ექვსეულის სიმღერები

1042
ვინ არიან „საბავშვო ევროვიზია“ 2025-ის მონაწილეები – მეორე ექვსეულის სიმღერები

„საბავშვო ევროვიზია“ 13 დეკემბერს თბილისში გაიმართება და მისი ორგანიზატორი არის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

წარმოგიდგენთ მონაწილეთა მეორე ექვსეულს.

წელს ირლანდიას წარადგენს 14 წლის მომღერალი, ლოტი ო’დრისკოლ მარი, სიმღერით „Rúin” („საიდუმლო“).

ნიდერლანდებს 14 წლის მომღერალი, მედოუ წარადგენს, სიმღერით „Freeze” („გაქვავდი“).

პოლონეთს 12 წლის მომღერალი, მარიანა კუოსი წარადგენს, სიმღერით „Brightest Light” („ყველაზე კაშკაშა სინათლე“).

მას განსაკუთრებით უყვარს თეატრი, როგორც თავად ამბობს, ეს არის ადგილი, სადაც შეუძლია სხვა სამყაროში აღმოჩნდეს, მოირგოს სხვადასხვა როლი და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ემოციები.

ჩრდილოეთ მაკედონიას 13 წლის მომღერალი, ნელა მანჩესკა წარადგენს, სიმღერით „Miracle” („სასწაული“).

მონტენეგროს 13 წლის მომღერალი, ასია ჯოგოვიჩი წარადგენს, სიმღერით „I Tužna i Srećna Priča” („სევდიანი და ბედნიერი ისტორია“).

წელს იტალიას 11 წლის მომღერალი, ლეონარდო ჯოვანანჯელი წარადგენს, სიმღერით „Rockstar” („როკვარსკვლავი“).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g