LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ,,ვინმეს უნდა გავეფრთხილებინე” – მერაია ქერიმ ჩინეთის დიდი კედელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დალაშქრა

171
hq720

რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული სამწუხარო ამბის შემდეგ, მერაია ქერიმ ძალები მოიკრიბა და სევდიან რეალობასთან გასამკლავებლად, ჩინეთს მიაშურა. 55 წლის არტისტი ჩინეთში შვილებთან, მონროსთან და მაროკოსთან ერთად ჩავიდა.

ოჯახმა არაერთი ჩინური ღირსშესანიშნაობა მოინახულა, თუმცა მათგან განსაცვიფრებელი საკულტო შემსრულებლისთვის, ჩინეთის დიდი კედელი აღმოჩნდა.

ქსელში გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ მუსიკოსი უდიდესი არქიტექტურული ძეგლის მოსანახულებლად არასათანადოდ მოემზადა. მისი თქმით, აუთფიტი, რომელიც კედლის დასალაშქრად მოირგო, არასწორად შეარჩია.

აღსანიშნავია, რომ ქერიმ კედელი 6 სანტიმეტრიანი ქუსლიანი ფეხსაცმლით აიარა.

,,ქუსლების შესახებ ვინმეს უნდა გავეფრთხილებინე” – იხუმრა მან.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში, მერაია ქერის დედა და და ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალნენ.

„გასულ უქმეებზე დედა დავკარგე, ჩემი დაც იმავე დღეს დაიღუპა“ – მერაია ქერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები