LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ რა ვითარებაა“ – ბენ აფლეკის უახლესი ფოტოები და ინსაიდერების ვარაუდები

2795
page

რამდენიმე საათის წინ, ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის ოფიციალურად განქორწინების შემდეგ, წყვილი ერთად პირველად გამოჩნდა. პაპარაცებმა ექს-წყვილი გაცხარებული კამათის დროს გადაიღეს, შემდეგ იყო ემოციური საუბარი მანქანაში, ჯეი ლო თვალიდან ცრემლებსაც კი იწმენდდა, თუმცა ერთ-ერთ ფოტოში ჩანს, რომ ბენი ჯეი ლოს კოცნის.

ფოტო/ვიდეო: ცრემლები, ხელების შლა და ბოლოს კოცნა – წყვილის უახლესი ფოტოები – რა ხდება „ბენიფერის“ თავს?

თუმცა, ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, მედია ბენისა მისი საუკეთესო მეგობრის, მეთ დეიმონის მეუღლის, ლუსიანა ბაროსოს თბილი შეხვედრის ფოტოებმა მოიცვა. ბენი მას შუბლზე კოცნით შეხვდა. ინსაიდერების ცნობით, მეთი და მისი მეუღლე აქტიურად არიან ჩართულნი „ბენიფერის“ შერიგების პროცესში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას წითელ ხალიჩაზე მეთი და ჯეი ლო შეხვდნენ ერთმანეთს და გულითადად ისაუბრეს.

„აქ რა ვითარებაა და რა მდგომარეობაა?“, „ბოლოს და ბოლოს აგვიხსენით რა ხდება ბენიფერს შორის“, „ისინი ბენიფერს შერიგებაში ეხმარებიან“, – არ წყდება კომენტარები.

„ჯეი, გთხოვ“ – ჯეი ლოსა და მეთ დეიმონის დიალოგი და ჟესტიკულაცია გაშიფრულია

„მეთი ტირის, ეს სინანულის ცრემლებია!“ – ჯეი ლო და მეთ დეიმონი წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს ანუგეშებენ – ამ დროს კი ბენი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები